ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ინფორმაციით, ზუგდიდში, ალასანიას მაჟორიტარად წარდგენისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას კარგი ბიოგრაფია აქვს, ის თავის წინაპრებთან ერთად იბრძოდა აფხაზეთის ომში და კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს.
ივანიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების პრიორიტეტი მოსახლეობის დასაქმება და ტერიტორიების დაბრუნება იქნება.
,,ამ ხელისუფლებას არ უნდა თავისუფალი ხალხი, ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ თავისუფლებას, მოემზადეთ გამარჯვებისთვის'', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვების პირობა მისცა.
ქართული ოცნება




