არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ ჩვენ ვგეგმავდით 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე. ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან 12:30-მდე იმის გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი იყო საჯარო ღონისძიებების მოწყობა. 

სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი გაგრძელდა დაახლოებით 14:00-მდე.
შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ჩვენი პარტიული ღონისძიება მიმდინარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების (საჯარო კონცერტის) პარალელურად.
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და მოხალისეებისა, ესწრებოდნენ სხვა პირებიც, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიების ნაწილი. ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვებით მომართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც.”
ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ერთიანი ქცევის წესები.
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია

კომენტარები