9 აგვისტოს გარდაიცვალა მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).
მიტროპოლიტი ათანასე 1936 წელს დაიბადა სოფელ კარდენახში, 1978 წელს გახდა ბოდბელი ეპისკოპოსი, 1982 წელს - მთავარეპისკოპოსი, 1989 წელს კი - მიტროპოლიტი. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა ბოდბის, ალავერდისა და რუსთავის ეპარქიებს.
მიტროპოლიტი ათანასე დაჯილდოებული იყო საეკლესიო ჯილდოებით - წმინდა გიორგის ოქროსა და წმინდა ნინოს ორდენებით, აგრეთვე სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მან ეპისკოპოსად წარადგინა დღევანდელი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრაატე (მარგალიტაშვილი).
მიტროპოლიტი ათანასე 2009 წლიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე იმყოფებოდა.




