Pussy Riot

პუტინი: Pussy Riot-ის წევრები მკაცრად არ უნდა დაისაჯონ

ვლადიმირ პუტინის თქმით, პუნკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები მოსკოვის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტის გაკრიტიკების გამო მკაცრად არ უნდა დაისაჯონ. 

"არაფერია კარგი იმაში რაც მათ გააკეთეს, თუმცა ვფიქრობ რომ ამის გამო მკაცრად არ უნდა დაისაჯონ," განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სასამართლო პროცესი ორშაბათს დაიწყო. ჯგუფის სამი წევრი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. მუსიკოსების ქცევამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გააჯავრა, ეკლესია დამნაშავეების მკაცრ დასჯას მოითხოვს. 

კომენტარები