სტიქია

ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელად 10 მილიონ ლარს რიცხავს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელად 10 მილიონ ლარს რიცხავს. კოალიციის ლიდერი აღნიშნულ თანხას, სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე გადარიცხავს. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა.

,,ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მე არ მაქვს შესაძლებლობა პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს - ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას. შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.’’-ნათქვამია განცხადებაში.

19 ივ­ლი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, ასე­ვე ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პრეს­სპი­კერ­მა მა­ია ფან­ჯი­კი­ძემ  ­განაც­ხა­და, რომ კო­ა­ლი­ცია სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნილ ზა­რა­ლის სა­ლიკ­ვი­და­ციო შტა­ბის მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. 

კომენტარები