მოდა

დაფნი გინესის კოსტუმების კოლექცია გაიყიდება

ივნისს, აუქციონის სახლი კრისტი მოდის ცნობილი გურუს, დაფნი გინესის კოსტუმების კოლექციას გასაყიდად გამოიტანს. ასი მოდელისაგან შემდგარი კოლექცია თანამედროვე მოდის, როგორც პრეტაპორტე, ასევე ოტ კუტურ ტანისამოსსა და აქსესუარებს აერთიანებს. წარმოდგენილი მოდის სახლები შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნიან: Azzedine Alaia, Alexander McQueen, Balenciaga, Chanel, Christopher Kane, Gareth Pugh.
დაფნი გინესის სახელს უკავშირდება თანამედროვე ბრიტანული კულტურის გამორჩეული წევრის - საკულტო ფიგურის უსაზღვროდ ნიჭიერი ”ტალანტების მპოვნელის” იზაბელა ბლოუს მემკვიდრეობის, მისი განუმეორებელი კოლექციის გადარჩენა. იზაბელა ბლოუს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ დაფნი გინესმა მიაღწია შეთანხმებას აუქციონს სახლ კრისტისთან და კოლექცია სრული სახით იქნა დაცული.
ამჯერად წარმოდგენილი ნიმუშების გაყიდვიდან სრული შემოსავალი იზაბელა ბლოუს სახელობის ახალგაზრდა ტალანტების დახმარების ფონდში გადაირიცხდება.

კომენტარები