ბირმა

ბირმა ბირთვულ კვლევებს აჩერებს

ბირმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეაჩერა და ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო და პოლიტიკური კავშირები შეწყვიტა, განაცხადა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

ბირმას კვლევებს ბირთვულ პროგრამაში სერიოზული პროგრესი არც ჰქონია. ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირმამ ურანის გასამდიდრებელი ტექნოლოგია შეიძინა ჩრდილოეთ კორეისგან. თავდაცვის მინისტრის, ჰლა მინის თქმით, მიანმას პროგრესი ბირთვულ პროგრამაზე მედიის მიერ იყო გაზვიადებული.

ათწლეულობის განმავლობაში იზოლაციის და სამხედრო მმართველობის შემდეგ ბირმამ რეფორმების განხორციელება დაიწყო. ამან უცხოელი ინვესტორების ინტერესი მოიზიდა და დასავლური სახელმწიფოები სანქციების შემსუბუქებაში დაარწმუნა.

 

კომენტარები