ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International- მა 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასული წლის 26 მაისს საქართველოში მომხდარი მოვლენებია შეფასებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციამ 2011 წლის 26 მაისის ოპოზიციური მანიფესტაციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომიტინგეები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ, აქციის გამართვის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიციამ სასტიკად სცემა და დაარბია. ასევე ნათქვამია, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ათამდე ჟურნალისტს.

,,ჟურნალისტები კითხვების დასმისთვის დააკავეს და ასევე მათი აუდიო და ვიდეო აპარატურა დააზიანეს. ''- იუწყება ანგარიში.

Amnesty International- ის ანგარიში იტყობინება აღნიშნულ დღეს დაღუპული ოთხი ადამიანის შესახებ, რომელთა შორის ერთი პოლიციელი იყო.

,,ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე იმ მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერი მართავდა. ‘’- ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მსოფლიოში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს. 

კომენტარები