ფესტივალი

თბილისში წიგნის ფესტივალი იხსნება

დღეს თბილისში წიგნის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება და მისი მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

წიგნის ფესტივალს, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გახსნის.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქციები, პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. წარმოდგენილნი იქნებიან ლიტერატურული კონკურსის საბას ფინალისტებიც.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

კომენტარები