მიწისძვრა

საქართველოში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა

დღეს საღამოს დედოფლისწყაროდან 50 კილომეტრში, განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, მისი სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო. სეისმოლოგების თქმით, განმეორებითი ბიძგები ნებისმიერი ძლიერი მიწისძვრის თანმდევი პროცესია, თუმცა მათი სიმძლავრე იკლებს და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

პირველი მიწისძვრა დღეს, დროით 08.40 საათზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა რყევების სიმძლავრემ ეპიცენტრში 5.7, ხოლო საქართველოში 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

 

კომენტარები