დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში მსუბუქი ტრავმებით მიიყვანეს და მალევე გაწერეს.
ზათაქალას, კახისა და ალიაბადის რაიონებში დასახლებულ ქართველებს შორის დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა შენობები.
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, კახა აბდალაძის ინფორმაციით საქართველოს საკონონსულო მუდმივ კონტაქტზეა მიწისძვრით დაზარალებული რაიონების ხელძღვანელობასთან, ხოლო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი დაზარალებულ რაიონებში უკვე ჩავიდა.
რაც შეეხება საქართველოს, თბილისის საგანგებო სამსახურებში მიწისძვრასთან დაკავშირებით არცერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა. მიწისქვეშა რყევებს ნგრევა არც თბილისის ძველ უბნებში არ მოჰყოლია.
მიწისძვრა დღეს დილით, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, თბილისის დროით 8:40 წუთზე მოხდა. მიწისქვეშა რყევების სიმძლავრემ საქართველოს ტერიტორიაზე 4.5, ხოლო აზერბაიჯანში 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.




