საქართველო-ისრაელი

თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

ისრაელის დამოუკიდებლობის დღე დღეს საღამოს, თბილისში ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში პოპულარული ებრაული ჯგუფის „გაიას“ კონცერტი და საზეიმო მიღება ეწყობა.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და ებრაული თემის წარმომადგენლები.

როგორც მიღებაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა, განაცხადა, „მძიმე ისტორიის მიუხედავად, საქართველომ და ისრაელმა შეძლეს, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყვნენ“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ებრაელ და ქართველ ერებს 26 საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც ორი სუვერენული სახელმწიფოს 20-წლიან ურთიერთობაში გადაიზარდა.

"რაც შეეხება ისრაელს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხესთან გამკლავება და ამავდროულად თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ რჩება", - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

 

კომენტარები