შეფასების სისტემა

ინიციატივა სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემაში ცვლილებების შესახებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოდის ინიციატივით შევიდეს ცვლილებები შეფასების სისტემაში, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას აკუთვნებენ.

მინისტრის ინიციატივით, შეფასებათა სისტემიდან ამოვარდება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სოციალურად დაუცველების მიერ სახელმწიფო დახმარების მიღებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღარ იქნება ოჯახში კომპიუტერის, მტვერსასრუტის ან მუსიკალური ცენტრის ქონა.

ეს ინიციატივა ჭიაბერაშვილმა გორში დღეს რამდენიმე ოჯახს გააცნო."თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ კომპიუტერი ფუფუნების საგანი კი არ არის, არამედ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვების განათლებისა და ჩამოყალიბების ატრიბუტია, კომპიუტერი აღარ უნდა იყოს ამ ქულათა სისტემისა და ოჯახის დეკლარაციის ნაწილი. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ამოვიღოთ კომპიუტერი შეფასების სისტემიდან. ამ ინიციატივას მთავრობის სხდომაზე გავიტანთ. ასეთ შემთხვევაში, ამ ოჯახს სოციალური აგენტი გადაამოწმებს და დარწმუნებული ვარ, ქულა ისე დაიწევს, რომ ოჯახის ყველა წევრს სადაზღვევო პოლისი ექნება," - აღნიშნა მან.

 

კომენტარები