ქართული ოცნება

ხიდაშელი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

რესპუბლიკური პარტიის და კოალიცია ქართული ოცნების წევრი თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტომას მელიას შეხვდა. რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს შეეხო.

ხიდაშელის თქმით, შეხვედრის დროს საუბარი ძირითადად მედიის პრობლემებსა და კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ეხებოდა. „ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ყველა იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელსაც ამერიკული მხარე უწევს საქართველოს ხელისუფლებას საქართველო-ამერიკის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების მისაღწევად”, – განაცხადა ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელი ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადების სამსახურის წარმომადენლებს შეხვდა.

მისი განცხადებით, შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში განსაკუთებით მნიშვენლოვანია სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, "ვინაიდან იქმნება შესაძლებლობა ქალბატონ კლინტონს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის."

 

კომენტარები