გუშინ მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა რყევების სიმძლავრემ 7,6 მაგნიტუდა შეადგინა, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ აკაპულკოში იყო, შედარებით ნაკლები სიმძლავრის რყევები დაფიქსირდა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოშიც.
სტიქიური უბედურების შედეგად დაინგრა ასობით სახლი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩანგრეულია ხიდიც. წინასწარი მონაცემებით ზარალი 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიწისძრვის დროს მექსიკაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი მალია ობამაც იმყოფებოდა, სასკოლო ექსკურსიაზე. თეთრი სახლის ინფორმაციით მალია ობამა არ დაშავებულა.




