კინო

პრომეთეს ტრეილერი

რიდლი სკოტის ფილმის, ”პრომეთე”, გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2012 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენის პირველი ტრეილერი ინტერნეტში გამოჩნდა. ვიდეო კვლავაც საიდუმლოდ ტოვებს ფილმის სიუჟეტსა და იდეას, უბრალოდ ტიზერისგან განსხვავებით უფრო მეტი ახალი კადრის ნახვა შეგვიძლია. ამ ფილმი რიდლი სკოტი სამეცნიერო ფანტასტიკას უბრუნდება, ჟანრს სადაც თავისი საუკეთესო ფილმები ”უცხო” და ”სამართებელზე მორბენალი” გადაიღო.

”პრომეთე” აშშ-ის კინოთეატრებში 8 ივნისს გამოვა. 

კომენტარები