ამერიკულ პრესაში გააკრიტიკეს ვლადიმირ პუტინი ფრაზის გამო, რომლითაც მან ჩიკაგო ალ კაპონეს ქალაქად მოიხსენია. ეს ოთხშაბათს მოხდა, როცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდა პასუხი გაეცა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვისთვის - აპირებს თუ არა ჩიკაგოში ჩასვლას მაშინ, როცა იქ ნატოს ლიდერები შეიკრიბებიან? ”ჰო, ამბობენ რომ კარგი ქალაქია, იქ ალ კაპონე ცხოვრობდა.” - ამ სიტყვებით ამოწურა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი პასუხი. ჟურნალისტმა რობ მანკერმა The Chicago Tribune -ში გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინის ეს ცინიკური გამოხტომა შესაძლოა განაპირობა მისმა გაღიზიანებამ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო და ამასთან იმან, რომ ჩიკაგოელ ბარაკ ობამას მისთვის არ დაურეკავს არჩევნებში გამარჯვების მისალოცად.
tbl.ge/80y
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კანდელაკი პუტინს: ილია II-მ შეხვედრისას მითხრა - "გადაეცი ვლადიმირს, რომ მისთვის ვლოცულობ"
- პუტინი: უკრაინელები ტყვედ ჩაბარების მსურველ საკუთარ სამხედროებს ზურგში ესვრიან
- პუტინი: 2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და დროული იყო
- პუტინი: ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტის აზრს ვერ ვხედავ
- პუტინი: აშშ-სა და რუსეთის შეხვედრისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროები შესაბამისი ადგილია




