დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ადგილობრივ თვითმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტი წარადგინა. მის მიხედვით, მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს, მიიღოს თვითმართველობის ყველა და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა მომსახურება. ეს შემდეგ სფეროებს შეეხება: სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია. შეძლებენ, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ა.შ.
უფასო ინტერნეტი სოფლის განვითარების ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი. მოსახლეობა ისარგებლებს გადახდის აპარატით, კომპიუტერითა და შეხვედრების ოთახით. აქ მათ რჩევებს მისცემენ სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის: სოფლის მეურნეობა, დახმარებები, მიგრაცია და ა.შ.




