ევრაზიული კავშირი

მოსაზრებები მინსკის და მოსკოვის შეთანხმებებზე

 

ბელარუსი მოკავშირე რუსეთისგან მიიღენს იაფ გაზს და 10 მილიარდ დოლარს, კრედიტის სახით - ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად.

 

პარასკევს მოსკოვში რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთი ბელარუსს 2012 წლიდან ორჯერ იაფად მიწავდის გაზს. რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადებით, გაზზე ფასდაკლება ბელარუსს წელიწდაში სულ მცირე 2 მილიარდ დოლარს დააზოგინებს. სანაცვლოდ, რუსული „გაზპრომი“ ბელარუსის გაზსადენების სისტემის 100 პროცენტიანი მფლობელი ხდება. გაზთან დაკავშირებით შეთანხმებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, რუსეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა ხელი დეკლარაციას ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის თაობაზე. ევრაზიული კავშირს ცალკეული ანალიტიკოსები პუტინის წინასაარჩევნო პროექტადაც განიხილავენ. აღნიშნავენ რომ ის პუტინს საბჭოთა კავშირის დანგრევით გულდაწყვეტილ ელექტორატში პოპულარობის გასამტკიცებლად სჭირდება. რაც შეეხება უშუალოდ ბელარუსთან მიღწეულ შეთანხმებებს, გავრცელებული მოსაზრებებით, გაზთან დაკავშირებით მინკის მიმართ მოსკოვის პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ევრაზიულს ეკონომიკურ კავშირში ბელარუსის ინტეგრაციით არაა წახალისებული. ერთ-ერთი ვერსიით იაფი გაზის სანაცვლოდ მინსკს მოსკოვმა შესაძლოა სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ლოიალობის მოთხოვნაც წაუყენოს და ასეთ შემთხვევაში გაზის გაიაფებით მიღებული მოგება ბელარუსისთვის არც თუ ისე მაღალი აღმოჩნდება. ამას გარდა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბელარუსისთვის გაზის გაიაფებით კრემლმა სიგნალი გაუგზავნა კიევს, რომელიც ასე განიცდის გაზის მაღალ ტარიფს.“ მოსკოვს სურს უკრაინის ჩათრევა ინტეგრაციის პროცესებში, რადგან იცის, რომ უკრაინის გარეშე ინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმირი რუსული პროექტი არასრულფასოვანი იქნება“- წერს ბელარუსულენოვანი გამოცემა "Наше Мнение“.

 

კომენტარები