ტურიზმი საქართველოში

სააკაშვილმა ყვარელში დასასვენებლი კომპლექსი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ილიას ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ ტბას ილიას სახელი დარქმეოდა. "ჩვენ გვექნება თავისუფალი შესვლა ევროპის ბაზრებზე. ეს არის იმ დიდი ბრძოლის გაგრძელება და ნურავინ იტყვის, რომ საქართველომ წააგო რაიმე ომი. საქართველო მანამდე იქნება წელში გამართული და მანამდე იბრძოლებს გამარჯვებისკენ, სანამ ჩვენ ამის ჟინი გვაქვს, სანამ არ დავნებებულვართ, სანამ არ მოგვიწერია არაფერზე ხელი და სანამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ილიას ტბა და დასასვენებელი კომპლექსი ყვარელში 8 ნოემბერს, ილიაობაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

დასასვენებელი კომპლექსი მდინარე დურუჯის ხეობაში გაკეთდა. იქ  წყალსაცავი, მდინარე დურუჯით ივსება. ტბის გარშემო მოეწყობა ძალიან ლამაზი სანაპირო ზოლი, დაახლოებით 700-800-მეტრიანი ბულვარი, კაფე და 4-კილომეტრიანი ველოტრასა.  ტბის წყალი მუდმივად გაიფილტრება, რის შედეგადაც წყალს ცისფერი შეფერილობა მიეცემა. ირგვლივ მდებარე მთებს შორის მივიღებთ ულამაზეს ტბას, რომლის სიახლოვეს ნეკრესისა და გრემის მონასტრები მდებარეობს. 

კომენტარები