ოკუპირებული ტერიტორიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ცხინვალის ე.წ. არჩევნებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე ასტრუპ მაიკლ იენსენმა (დანია) და კასტრიოტ ისლამმა (ალბანეთი) განაცხადეს , რომ არ სცნობენ საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს . მათ განმარტეს, რომ რეგიონში არ არსებობს არჩევნების ჩატარების არავითარი იურიდიული და კონსტიტუციური საფუძველი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხსენებლებმა არ სცნეს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რეგიონში ჩატარებულ ”არჩევნებში” მონაწილეობის საშულება არ მისცემიათ ომის დროს იქიდან განდევნილ ეთნიკურ ქართველებს.

 

კომენტარები