ვლადიმირ პუტინი

პუტინი მეუღლეს სცემდა და ღალატობდა

დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ ჩანერგა დასავლეთ გერმანიის დაზვერვამ ვლადიმერ პუტინის ოჯახში აგენტი, როცა ის დრეზდენში, კგბ-ეს შტაბში მუშაობდა. სიახლე ერიხ შმიდტ-ენბომის, დაზვერვის საკითხებში გერმანელი ექსპერტისა და ჟურნალისტის მოპოვებულ მასალას ეფუძნება. აგენტ ლენხენს, რომელსაც ლუდმილა პუტინი ლენაჩკას ეძახდა, აწ უკვე რუსეთის ფედერაციის ყოფილი ლედი, ხშირად უმხელდა მისი და ვლადიმერ პუტინის თანაცხოვრების  დეტალებს. როგორც ჩანს პუტინი ცოლს სისტემატურად სცემდა და ღალატობდა.

აგენტი რომელსაც პუტინების ოჯახიდან ინფორმაცია გაჰქონდა, კარგად ლაპარაკობდა რუსულად. მას არ გასჭირვებია ლუდმილასთან დაახლოვება და მისგან პირადი სახის ინფორმაციის მოპოვება. რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი, რომელიც პრეზიდენტობისთვის ემზადება, არც საჯაროდ მალავს მის დამოკიდებულებას მეუღლის მიმართ ”ვინც შეძლებს სამი კვირა გაატაროს ლუდმილასთან, ძეგლი უნდა დაუდგა”. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინფორმაციის გახმოვანება ნებისმიერ დასავლელი ლიდერის პოლიტიკურ კარიერას პრობლემებს შეუქმნიდა, რუსეთში ეს სავარაუდოდ პუტინის ლიდერად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

კომენტარები