რუსეთის მმართველებმა და პარტია ” ედინაია რასიამ” მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს, ამის შესახებ სააგენტო ”როიტერი” ”ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს მოჰყავს ცენტრის ერთ-ერთი სოციოლოგის მოსაზრება, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტად დაბრუნების თაობაზე პუტინის გადაწყვეტილებით მოსახლეობაში შექმნილ განწყობას. წინა საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული პერიოდისგან განსხვავებით, პუტინის პარტიის რეიტინგი ერთი-მეოთხედით არის დაცემული. კვლევის მიხედვით , საპარლამენტო არჩევნები უახლოეს დღეებში რომ ტარდებოდეს, რუსეთის მმართველი პარტია 60- -ის ნაცვლად 51 პროცენტს მიიღებს. ”ლევადა ცენტრმა” გამოკითხვა 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ჩაატარა, შედეგების თანახმად, პუტინის მუშაობას რუსეთის მოქალაქეების 61 პროცენტი იწონებს, მაშინ , როცა ერთი კვირით ადრე 66 პროცენტი იწონებდა, მედვედევის მუშაობით კმაყოფილია 57 პროცენტი, გამოკითხვამდე ერთი კვირით ადრე კი კმაყოფილი 62 პროცენტი იყო. ” როიტერის” ცნობით, მსგავსი მაჩვენებლით პუტინის რეიტინგი - 2000 წელს, კურსკის ტრაგედიის შემდეგ დაეცა.
tbl.ge/ujk
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კანდელაკი პუტინს: ილია II-მ შეხვედრისას მითხრა - "გადაეცი ვლადიმირს, რომ მისთვის ვლოცულობ"
- პუტინი: უკრაინელები ტყვედ ჩაბარების მსურველ საკუთარ სამხედროებს ზურგში ესვრიან
- პუტინი: 2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და დროული იყო
- პუტინი: ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტის აზრს ვერ ვხედავ
- პუტინი: აშშ-სა და რუსეთის შეხვედრისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროები შესაბამისი ადგილია




