აშშ-ში რუსეთის ჯაშუშები წარმატებულად მოქმედებდნენ

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა რუსი ჯაშუშების საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები : ფოტო მასალა და ვიდეოჩანაწერები, რაც აშშ-ში რუსეთის აგენტებზე 10 წლიანი თვალთვალის შედეგია. 2010 წლის ზაფხულში აშშ-ში რუსეთის 10 ჯაშუში დააკავეს . მოგვიანებით ისინი რუსეთში აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ 4 პირში გაცვალეს.

რუს ჯაშუშებთან დაკავშირებით დოკუმენტური მასალის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გამოძიების ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსანმა ფრენკ ფილიუცმა. ამერიკული მედიის ცნობით , ფედერალური ბიუროს ამ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ში რუსეთის ჯაშუშური ქსელი იმდენად ოსტატურად და წარმატებულად მოქმედებდა , რომ მან შეძლო აგენტის შეგზავნა ობამას კაბინეტის წარმომადგენელთან. ფილიუცმა არ დაასახელა ბარაკ ობამას კაბინეტის რომელ წარმომადგენელთან შეძლო მიახლოვება აგენტმა. The Washingtom Times -ი კი სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს , რომ აგენტმა ჰილარი კლინტონის გარემოცვაში შეაღწია . მას იცნობდნენ სინდი მერფის სახელით და გვარით, სინამდვილეში კი იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი ლიდია გურევა. ის დაუახლოვდა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სპონსორს ალან პატრიკოფს და მას ”საქმიან დახმარებას” უწევდა ფინანსური გეგმების შემუშავებაში. აშშ-ს პრესა აღნიშნავს, რომ პატრიკოფთან თანამშრომლობაში შესვლით, 2008 -ში რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერს შეეძლო თვალი ედევნებინა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბში მიმდინარე პროცესებისთვის.

 

 

 

კომენტარები