ქართუ ჯგუფი

ქართუ ბანკი ჩამორთმეული თანხის დაბრუნებას ითხოვს

ქართუ ბანკი  მოითხოვს დაუბრუნდეს წართმეული ფული და შეწყდეს ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა.  28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში  ბანკი  განმარტავს, რომ  მას 10 დღის წინ პოლიციელებმა  ფულის გათეთრების ” უსაფუძვლო ბრალდებით”  2 მილიონი დოლარი და  მილიონი ევრო წაართვეს, მაგრამ  ბანკი ფინანსურ პრობლემებს მაინც  არ განიცდის.  ქართუ ბანკში მიაჩნიათ  , რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება და ეს პროცესი მის მიერ დაფუძნებულ ბანკსაც  ეხება.   ქართუ  ბანკის განმარტებით,   ეროვნული ბანკის მიერ  "მყისიერად დაწყებული შემოწმება  ფაქტობრივად დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს” და ეროვნული ბანკი  დღემდე არ აკეთებს დასკვნას  ფულის გათეთრების  გახმაურებულ ოპერაციაზე.

კომენტარები