ლუკაშენკოს მმართველობა

ბელორუსიაში მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი გაათავისუფლეს

ევროკავშირის მოთხოვნას - გაეთავისუფლებინათ ყველა პოლიტიკური პატიმარი- მინსკმა ერთ-ერთი  მთავარი ოპოზიციონერი ფიგურის გათავისუფლებით უპასუხა. დმიტრი ვუსი  პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ვარშავის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტიდან ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს ბელორუსიის პრეზიდენტს ,  დაუყოვნებლივ  გაეთავისუფლებინა დეკემბრის არჩევნების შემდეგ დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერები.  დმიტრი ვუსი   საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს უწევდა მეტოქეობას. არჩევნებს მოჰყვა  საპროტესტო აქციები და ოპოზიციონერი აქტივისტების დაპატიმრებები.  დმიტრი ვუსს    მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს.  დმიტრი ვუსის დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალეს.    

  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო ,ბელორუსიის მიმართ ევროკავშირმა და აშშ-მ პოლიტიკა გაამკაცრეს.  ამ ქვეყნის  ჩინოვნიკებს, მათ  შორის ალექსანდრ 

კომენტარები