ნინო ბურჯანაძე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც არ იზიარებდა მმართველი გუნდის ფასეულობებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გაზეთ სეგოდნია-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მთავარი პრობლემა მასთან (ბურჯანაძესთან) და წრიდან ამოვარდნილ ზოგიერთ სხვა პიროვნებასთან დაკავშირებით ის იყო, რომ ჩვენი ფასეულობები არ ემთხვეოდა. ბურჯანაძის წინსვლა ყოველთვის კომპრომისთან იყო დაკავშირებული, რადგან ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ ლეგიტიმაცია გვჭირდებოდა. მას საკმარისი დრო ჰქონდა ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, თუმც ვერ შესძლო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი ფასეულობები, რასაც მისი გუნდი იზიარებს იმაში მდგომარეობს, რომ „ფული და პირადი კარიერა არაფერია, ქვეყანა და მომავალი რეფორმები კი ყველაფერი“. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბურჯანაძეს ამ ფასეულობის გაზიარება გაუჭირდა და ამის გამო მმართველ გუნდში „შეზღუდული გავლენა ჰქონდა“. ამჟამად სააკაშვილის შენიშვნით, ყოფილ სპიკერს ქართულ ელექტორატზე „ნულოვანი გავლენა აქვს“.
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაციებას ვერ ხედავს, პირიქით, პრეზიდენტმა განაცხადა : „ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორიც ახლაა, ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინიდან საქართველოში უამრავი ტურისტი და ბიზნესმენი ჩამოდის, რაც, მისი თქმით, ქვეყნისთვის სასარგებლოა.
საქართველოს პრეზდენტმა უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან . აღნიშნა, რომ იანუკოვიჩის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო, უკრაინაში ყოფნისას იანუკოვიჩსაც ხვდებოდა და ქალაქგარეთ მის სახლშიც არის ნამყოფი. პრეზიდენტის თქმით, ამ კონტაქტების შესახებ ვიქტორ იუშჩენკოც საქმის კურსში იყო.