სონი ტაბლეტურ კომპიუტერს ამ თვეში გამოუშვებს

 Sony-ს პირველი ტაბლეტური კომპიუტერი იაპონიის ბაზარზე 17 სექტემბერს გამოჩნდება. კომპანია Apple-ის iPad-ისთვის კონკურენციის გაწევასა და იაპონიის ბაზარზე პირველობას გეგმავს. Sony-ის ახალ კომპიუტერს Google'ის ანდროიდის პროგრამული უზრუნველყოფა ექნება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს წიგნები, ფილმები და თამაშები გადმოწეროს.

ტაბლეტური კომპიუტერის "S" სერიას 23.8 სანტიმეტრის ზომის სენსორული ეკრანი აქვს და 598 გრამს იწონის. იაპონიაში მისი 16 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე ვერსიის ფასი, სავარაუდოდ, 45 000 იენი (550$) იქნება, 32 გიგაბაიტიანის კი - 53 ათასი იენი.

თვის ბოლოს პროდუქტი აშშ-სა და ევროპის ბაზარზეც გამოჩნდება , ფასი, შესაბამისად 499 $ და 479 ევრო იქნება (16 გიგაბაიტიანი მოდელისთვის).

გარდა ამისა, მომხმარებლები  უკვე ელოდებიან ორმაგი ეკრანის მქონე, დასაკეცი P სერიის გამოსვლას.  იაპონიის ბაზარზე მის გაშვებას  Sony ოქტომბრიდან ნოემბრამდე გეგმავს. P სერიის კომპიუტერებს ორი 14 სმ-დე ზომის ეკრანი ექნება.  ევროპაში მათი ყიდვა ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდება.

Sony -ის ყველა ახალ მოწყობილობას  წვდომა ექნება Sony -ის ონლაინ კონტენტთან: ფილმებთან, მუსიკასთან, ელექტრონულ წიგნებთან, PlayStation-ის თამაშებთან და სხვა.

 

კომენტარები