ბრიტანეთის პოლიციამ 2012 წლის ოლიმპიადაზე ინგლისის წარმომადგენელი დააპატიმრა

18 წლის  ჩელსი აივსი, რომელიც 2012 წლის  ოლიმპიურ თამაშებზე   ლონდონის  წარმომადგენლად იყო არჩეული    ძარცვის ორი შემთხვევის,    პოლიციელზე თავდასხმის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. ბი-ბი-სის ცნობით,  მისი მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ კრიმინალურ ქმედებებში ლონდონის ჩრდილოეთი რაიონში,  ენფილდში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. თავად სპორტსმენი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.   ჩელსი აივსი ტელევიზიით გასულ რეპორტაჟში, სადაც სათვალთვალო კამერის გადაღებული ფირიც მოხვდა დედამისმა ამოიცნო და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.  „გული მისკდებოდა როცა პოლიციაში ვრეკავდი , მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“ განუცხადა  აივსის დედამ   ბრიტანულ გაზათ Metro- ს.

ჩელსი აივსის სასამართლო 17 აგვისტოს  გაიმართება.

აივსის დედა არ არის ერთადერთი,  რომელმაც საკუთარი შვილი  არეულობაში მონაწილეობის გამო  პოლიციას გადასცა.

ბი-ბი-სის ცნობით, 15 წლის ბიჭის დედამ,  თავად მიიყვანა საკუთარი შვილი პოლიციაში, მას შემდეგ, რაც  სოლფორდში ძარცვის დროს  სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ძარცვის კადრებში შვილი ამოიცნო.   სოლფორდის პოლიციის განცხადებით, არასრულწლოვანის მშობელი საშინლად იყო განრისხებული საკუთარ შვილის საქციელის გამო. დიდი მანჩესტერის პოლიციის უფროსის მოადგილე ჰარი შიუნმა ქალბატონს ასეთი საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი საქციელი აღფრთოვანების ღირსია  

კომენტარები