თალიბებმა 6 ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, თვითნაკეთი ბომბების აფეთქების   შედეგდ  NATO-ს  შეიარაღებული ძალების 6 ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან ხუთი ჯარისკაცი ერთი თავდასხმის მსხვერპლი გახდა.  ავღანეთის სამხრეთ ნაწილში თალიბთა მოძრობის ძირითადი ბაზებია განლაგებული და იქ ამერიკული და ბრიტანული სამხედრო შენაერთები მსახურობენ.   ავღანეთში გავრცელებული ხელნაკეთი ასაფეთქებლები ალიანსის მთავარ  თავის ტკივილად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა სპეციალური  აღჭურვილობა  და ბომბების  აღმოჩენის მეთოდები უფრო ეფექტური გახდა.  

„ლოს ანჯელესს თაიმსის“ ცნობით, ხუთი სამხედროს სიკვდილი ერთი თავადასხმით, უჩვეულო ფაქტია, თუმცა არა უპრეცენდენტო,  ვინაიდან ბოლო პერიოდში თალიბების ხელნაკეთი  ბომბების  სიმძლავრე სულ უფრო იზრდებოდა .

მონიტორინგის დამოუკიდებელი წყაროს  icasualties.org.-ის მონაცემებით, ბოლო 6 დაღუპულის გარდა, წელს ავღანეთში ნატოს შეირაღებული ძალების 382 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის 285 ამერიკელია.

ავღანეთში ალიანსის სამხედრო ძალების ორი მესამედს აშშ-ს არმია წარმოადგენს  100. ათასი  ჯარისკაცით.  პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით წელს  ეს ქვეყანა   10 ათასა-მდე ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა,  მომვალ წელს 23 ათასი  ჯარისკაცის გამოყვანა იგეგემება. ალიანსის შეიარაღებული ძალების სრულად გამოყვანა ავღანეთიდან 2014 წლამდე უნდა დასრულდეს. 

კომენტარები