26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაითხოვეს. ამის შესახებ შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მიმართვის, ასევე მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა ”26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს” სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები.
შსს-ს ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული ოთხი თანამშრომლის გარდა, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით თანამდებობიდან ჩამოქვეითდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური რვა თანამშრომელს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-მ სახალხო დამცველს აღნიშნული მოკვლევის შედეგები უკვე გააცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელების გვარები.