დღეს რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ევროკავშირისა და რუსეთის ორდღიანი სამიტი დაიწყო. სამიტზე რუსეთ-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის, მათ შორის რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების და რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხები განიხილება. სამიტი დაწყების წინ ევროპარლამენტმა სამიტისთვის სპეციალური რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეზოლუციის შესრულება რუსეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიღწევის წინაპირობად დასახელდა. ევროპარალმენტის პრეს რელიზში სათაურით „რუსეთ ევროკავშირის სამომავლო შეთანხმების წინაპირობები“ ამ რეზოლუციიდან ის პუნქტებია გამოქვეყნებული, რომლის შესრულებაზეც მხარეების მომავალი თანამშრომლობის წარმატებაა დამოკიდებული.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი არმია და შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული პასპორტების გაცემა. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებას შეექმნება პრობლემები.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის დამკვირებლებისთვის კონფლიქტის რეგიონებში მონიტორინგის დაწყებისთვის ხელის შეშლა.
2009 და 2010 წლებში მიღებული რეზოლუციებისგან განსხვავებით, ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია უფრო მეტ კონკრეტრიკას შეიცავს. გარდა იმისა, რომ ტერმინი ოკუპაცია კიდევ ერთხელ არის გამოყენებული, დაკონკრეტებულია, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მისი სამხედრო ძალები არ დაბრუნებიან კონფლიქტამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებს, როგორც ამას ავალდებულებდა 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულება.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის წარამატებული თანამშრომლობის წინაპირობებად ევროპარლამენტარები ასევე მიიჩნევენ რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნას და ოპოზიციური პარტიებისთვის თავისუფალი რეგისტრაციის უფლების უზრუნველყოფას. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მოსკოვს შეწყვიტოს ენერგეტიკული რესურსების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება. ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ სამიტი დაეხმარება რუსეთს, ვმო-ში გასაწევრიანებლად დარჩენილი ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში.
რეზოლუციის ტექსტი მომზადდა ევროპარლამენტის ხუთი უდიდესი პოლიტიკური პარტიის წინადადებების საფუძველზე. რეზოლუციაში საქართველოს შესახებ შესული პუნქტები ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბლოკის -„ევროპული სახალხო პარტიის“ მიერ შეთავაზებული პროექტია.