#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/chalma.png##fbimage#
სოციალურ მედიის საშუალებით გავრცელდა ალ ყაიდას მეორე პირის აიმან ალ ზავაჰრის ვიდეო, რომელშიც ის აშშ-ს მუსლიმური აჯანყების შესახებ აფრთხილებს. 28 წუთიანი ვიდეო ზავაჰრის პირველი კომენტარია უსამა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ. ვიდეოში ზავაჰრი მიესალმება ეგვიპტესა და სხვა არაბულ ქვეყნებში დაწყებულ გამოსვლებს.
ვიდეოში ზავაჰრი აცხადებს: ,,შეიხი გარდაიცვა და დაე უფალმა შეიწყალოს ის როგორც წამებული. ჩვენ ჯიჰადის მისეული გზა უნდა გავაგრძელოთ და მტერი მუსლიმური მიწიდან გავდევნოთ და უსამართლობისგან გავწმინდოთ... დღეს ღვთის წყალობით აშშ არა ერთ ადამიანს ან ჯგუფს წინაშეა, არამედ აჯანყებული ერის, რომელმაც გამოიღვიძა და ჯიჰადური რენესასნის საშუალებით ებრძვის მას’’.




