მოსკოვში პირველი კავკასიური არხის ჟურნალისტები, ნათია ფოლადაშვილი და ალექსეი მატვეევი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახური იუწყება. BBC-ს ცნობით, ფოლადაშვილი და მატვეევი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდის ცერემონიას აშუქებდნენ. სამართალდამცველების მტკიცებით, მათ აკრედიტაცია არ ჰქონდათ.
”დოკუმენტების შემოწმების დროს დაკავებულ იქნა პირველი კავკასიური არხის ოპერატორი, ვოლგოგრადის ოლქის მაცხოვრებელი ალექსეი მატვეევი და აზერბაიჯანის მოქალაქე ნათია ფოლადაშვილი, რომლებიც სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდზე მისული ადამიანებისგან ინტერვიუებს იღებდნენ და რეპორტაჟს ამზადებდნენ ისე, რომ ჟურნალისტის აკრედიტაცია არ ჰქონდათ,” განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს რუსმა სამართალდამცველებმა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მატვეევი 500 რუბლით დააჯარიმეს, ხოლო ნათია ფოლადაშვილის შესახებ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. BBC იუწყება, რომ საქმის მასალები მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლოშია გადაგზავნილი. პირველი კავკასიური არხი იუწყება, რომ ფოლადაშვილს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ, 2-დან 5 ათას რუბლამდე ჯარიმა და დეპორტაცია ემუქრება. პირველი კავკასიურის ცნობით, ამ დროისთვის ორივე ჟურნალისტი გათავისუფლებულია.