რა ნაწილებისგან არის გაკეთებული მე ვერ გეტყვით და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მსხვერპლი დასაშვებია, იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა გადაერჩინა ბოლშევიკური ჭირისაგან, თუ ასე არის ქვეყანა გადასარჩენი ნაციონალური ჭირისაგან, შეიძლება პირველი შენ იყო და შენი ოჯახის წევრები, ვინც გაწიროს თავი. სამოქალაქო ომზე ჩვენ არც ვაპირებდით წასვლას და არც წავედით და თქვენ ეს ჩვენი მოქმედებებიდან ძალიან კარგად დაინახეთ.
რაც შეეხება ”გრუ”-ს, ეს არის ის ფრაზა, რომელსაც ხელისუფლება თავად მუდმივად იმეორებდა, რომ თუ ხელისუფლება გაისვრის ტყვიას, ასეთ შემთხვევაში ამას გამოიყენებს რუსეთი და დააზარალებს საქართველოს. რა იყო აქ გაუგებარი?.. და ამიტომ იყო ჩვენი მოქმედებები ასე მოზომილი, თორემ ჩვენ რომ წავსულიყავით იმაზე, რაც უნდა რომ ხელისუფლებას დაგვაბრალოს, დღეს ეს ხელისუფლება ნამდვილად არ იქნებოდა. სად არის ის მოლოტოვის კოქტეილები, რომლებზეც ხელისუფლება იძახდა რომ ბრძანებებს ვცემდით და ფულს ვარიგებდით, რომ მოლოტოვის კოქტეილები გვესროლა? რატომ არ შემოვიდა ”გრუ”-ს სპეცნაზი, თუ ეს შეთანხმებული იყო? მეტი რა უნდა ექნათ? ხომ არ დაგვხოცავდნენ. მზადა ვარ, მაგრამ მე ძალიან მალე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს მსოფლიოს და ჩემი ხალხის თვალში. ჩემს ხალხს კი - იმ ადამიანებს, ვინც გუშინ სახლში იჯდა, ვინც დღეს აღლუმზე გავიდა სამარცხვინოდ, მინდა ვუთხრა: თქვენ სააკაშვილს თქვენი თავი და საქართველო თავიდან ბოლომდე ჩააბარეთ. ამის უფლება თქვენთვის არავის არ მიუცია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც, თუ ასე გაგრძელდა, პერსპექტივა არ ექნება და თქვენი შვილები იქნებიან ისეთივე მანქურთები.
ვიდეო
http://www.itv.ge/?m=16&CID=16017