მე მესმის, რომ ამ ჩანაწერმა, რომლის აბსოლუტურ აუტენტურობაში მე ნამდვილად ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, შეიძლება სხვა სხვადასხვა დროს სხვადახვა ტიპის სიტყვები და ფრაზები იყო ნათქვამი მაგრამ ერთიან კონტექტსში, თუნდაც თავისთავად კონტექსტიც კი თავისთავად არაფერს არ გულისხმობს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების როგორმე თავისი დანაშაულისაგან ყურადღების გადატანა. არ გამოუვა ნამდვილად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. გუშინ სააკაშვილმა თავისი ხალხი გაწირა პირდაპირ სიკვდილისთვის. რაც შეეხება ჩანაწერს, ჩანაწერში არის ფრაზები, სადაც ნათქვამია, რომ თუ შენს სამშობლოს დასჭირდება, შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი მოკვდეს კიდევაც. ეს სურვილი კი არ არის, ეს არის ლაპარაკი, რომ თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება, მე უნდა მოვკვდე. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტია, არავის თავს არ უნდა მოახვიო. ჩემს სამშობლოს თუ სჭირდება, ჩემმა შვილმა მისთვის სისხლი უნდა დაღვაროს. და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ დღეს ქვეყანა არის იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროს, რომელიც ებრძოდა ბოლშევიზმს ჩვენს ქვეყანაში, და დღესაც ჩვენ ბოლშევიზმთან გვაქვს საბრძოლველი, რა თქმა უნდა , შეიძლება თავდადებულმა ქართველებმა ამისთვის თავი დადონ.
ხელისუფლებას უფლება ყოველთვის აქვს დაშალოს მიტინგი, თუ ის რამე საფრთხეს ხედავს ამ მიტინგისგან, მაგრამ არა მიტინგის დარბევის და არა მიტინგის ისე დარბევის, და არა დარბევის ისე ორგანიზების, რომ ადამიანებს გასაქცევი არ დაუტოვონ. კარგად თუ ნახავს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, თუ რა ხდებოდა გუშინ, წუხელ ღამით, მიხვდება, რომ ეს იყო დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია და არა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლა და ძალიან სამწუხაროა, და სამწუხარო იქნება, თუ ამ უმსგავსობას და ამ დანაშაულს ხელისუფლებისას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ მოჰყვება რეაქცია. ძალიან სამწუხარო იქნება. ეს გააკეთებს აბსოლუტურ დისკრედიტაციას დასავლური ფასეულობისა საქართველოს მოსახლეობის თვალში, პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ, რომ დასავლური ფასეულობა არ არის მიტინგის ისე დაშლა, რომ ადამიანს გასაქცევი არ დაუტოვო.
ქალბატონო ნინო, უტიაშვილმა განაცხადა, რომ მეორე გარდაცვლილი...
ეს არის ტყუილი, უტიაშვილი, როგორც ყოველთვის, ცრუობს. მე სამძიმარს ვუცხადებ ორივე გარდაცვლილის ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი დაღუპული არის ხელისუფლების წარმომადგენელი, და მეორე დაღუპული არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ჩვენი პარტიის ზესტაფონის აქტივისტი, ამას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ორივე გარდავცვლილი არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ორივე გარდაცვლილი არის ჩვენი თანამემამულე და მე მთელი გულით და მთელი არსებით ვუთანაგრძნობ ამ ადამიანებს. რაც შეეხება მომიტინგეს, რომელიც გარდაიცვალა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის გარდაიცვალა გულის შეტევით, გულის უკმარისობით მხუთავი გაზის გამო და ის გარდაცვლილი იყო ქაშუეთის ეკლესიის მხარეს, ხოლო რაც შეეხება პოლიციელს, რომელიც გარდაიცვალა მართლაც საავტომობილო ავარიის შედეგად, რა თქმა უნდა ეს იყო უბედური შემთხვევა და სხვა არაფერი არავითარ შემთხვევაში, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და მე ეს გუშინაც განვაცხადე, რომ ის ორი მანქანა, რომელიც ბოლო ორი მანქანა იყო, ეს არ არის ჩემი ესკორტის კუთვნილი მანქანა, ეს არ არის არც ჩემი მეუღლის და არც ჩემი შვილის კუთვნილი მანქანა, ის ეკუთვნოდა სხვა ადამიანებს, ორივე ის მანქანა.
მე არაფერს არ ველი, არც დაჭერას ველი და არც არდაჭერას ველი. მე მაქვს ჩემი გეგმები გავაგრძელო ეს ბრძოლა, გავაგრძელო ძალიან ეფექტურად და აქტიურად და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დამახევინებენ აქედან უკან. დამიჭერენ, ბრალს ვერ დამიმტკიცებენ, ესენი დამიმტკიცებენ - სტრასბურგი გამამართლებს. არ არის პრობლემა. როცა ვიქნები თავისუფალი მაშინ ვიბრძოლებ. მაინც ამოვთხრი ამ ხელისუფლებას, ოღონდ მართლა.
ბმული ვიდეოს სანახავად
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/4996-nino-burjanadze-mainc-amovthkhri.html