ინდოეთში თვითმფრინავი დაიმტვრა



ინდოეთში, დელის გარეუბანში პატარა თვითმფრინავი საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა, რამაც მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინციდენტი ინდოეთის დედაქალაქთან მოხდა.

საჰაერო კატასტროფის შედეგად თვითმფრინავისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.

ინდური საინფორმაციოების ცნობით, თვითმფრინავზე ჩამოვარდნისას 7 ადამიანი იმყოფებოდა.

კატასტროფის შედეგად შვიდივე მათგანი დაიღუპა, რასაც კიდევ სამი ჩამოვარდნის ადგილზე მცხოვრები დაემატა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ პატნადან დელიში მიფრინავდა, როდესაც იგი უამინდობაში მოყვა.

კატასტროფის მიზეზების გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

კომენტარები