ისრაელის წამყვანი გაზეთების, Haaretz-ისა და Jerusalem Post-ის ცნობით, მოსკოვიდან შპიონაჟის ბრალდებით ისრაელის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვადიმ ლეიდერმანი გააძევეს.
რუსეთის საგარეო უწყება და ფედერალური უშიშროების სამსახური ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. ისრაელმა კი სამხედრო ატაშეს მოსკოვიდან გაძევების ფაქტი ოფიციალურად უკვე დაადასტურა. ისარელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოულოდნელად რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება პოლკოვნიკ ლეიდერმანის წინააღმდეგ. ის დააკავეს და დასაკითხად უშიშროების სამსახურის ოფისში მიიყვანეს. იგი მალევე გაათავისუფლეს დიპლომატიური ხელშეუხებლობის სტატუსის გამო.“
ისარელის სამხედრო უწყება აღნიშნავს, რომ დაკითხვის შემდეგ პოლკოვნიკს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანეს და დაპატიმრების მუქარით რუსეთში დაბრუნება აუკრძალეს. მოსკოვში ვადიმ ლეიდერმანის მისია ორ თვეში იწურებოდა.
გაზეთი Haaretz-ი იტყობინება, რომ რუსეთიდან გაძევებულ პოლკოვნიკს აეროპორტში საერთო უშიშროების სამსახურის (შაბაკის) თანამშრომლები დახვდენენ და დაკითხეს. მან სიცრუის დეტექტორზეც კი გაიარა შემოწმება, წერს გამოცემა. ლეიდერმანმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე დამნაშავე არ არის, იუწყება Haaretz-ი.
ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, დიპლომატის საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი შპიონაჟში დადანაშაულება „უსაფუძვლო“ იყო.
Jerusalem Post-ი წერს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დიპლომატის დაკავება და დაკითხვა მოსკოვში ისრაელის ქნესეთის დელეგაციის სტუმრობას და ისრაელის დამოუკიდებლობისა და რუსეთ-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავს დაემთხვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსნებს რუსეთში გასაიდუმლოებულ ვითარებაში, დიპლომატიური ხელშეუხებლობის სრული დარღვევით აკავებენ, იუწყება ისრაელის მედია.