მაროკოელმა იმამმა ნეკროფილია ჰალალად გამოაცხადა

მაროკოელმა იმამმა გამოაქვეყნა ფატვა (რელიგიური ბრძანებულება), რომელიც ნეკროფილიას ისლამური რელიგიისთვის მისაღებ ქმედებად - ჰალალად აცხადებს. იმამ ზამზამი აბდელბარის თქმით, ქმარს უფლება აქვს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდეს თავის გარდაცვლილ მეუღლესთან. მან აღნიშნა, რომ ქორწინება ძალაში რჩება გარდაცვალების შემდეგაც კი. ამის დამადასტურებელ მაგალითად იმამმა ყურანიდან ერთ-ერთი ნაწილი მოიყვანა, რომელიც ამბობს, რომ მორწმუნე მუსლიმები სამოთხეში ცოლებთან ერთად მიდიან.

შეიხმა ზამზამიმ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ცოლსაც აქვს უფლება დაამყაროს სქესობრივი ურთიერთობა თავის მეუღლესთან. თუმცა იმამმა ვერ დააკონკრეტა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, წერს moroccoboard.com-ი. თავისი უცნაური ფატვას შესამსუბუქებლად ზამზამიმ დასძინა, რომ ნეკროფილია, ჰალალის მიუხედავად, ”საზიზღარი საქციელია, რომiელსაც თავი უნდა ავარიდოთ.” 

კომენტარები