პენტაგონმა ბოდიში მოიხადა გასულ კვირას გამოქვეყნებული ფოტოების გამო, რომლებზეც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებთან ერთად არიან გადაღებული. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალ Rolling Stone-ში დაბეჭდილი ფოტოები აშშ-ს არმიის ”ღირებულებებს ეწინააღმდეგება.”
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც გარდაცვლილი ავღანელის ცხედართან დგას, ცერა თითი აწეული აქვს და იღიმება. ჟურნალ Rolling Stone-ის ცნობით, მსგავსი ათასობით ფოტო არსებობს. ისინი ავღანეთში აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მიმდინარე გამოძიების დროს აღმოაჩინეს. ამ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს გამოძიება ბრალად მშვიდობიანი მოსახლეობის ”უბრალოდ გართობის მიზნით” მკვლელობებში ადანაშაულებს. გამომძიებლების თქმით, ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული. აშშ-ში სკანდალურ ფოტოებთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალი მიმდინარეობს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, ჯერემი მორლოკს უკვე მიუსაჯეს 24-წლიანი პატიმრობა ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის.