#fbimage#http://www.tabula.ge//media/jerusalem.png##fbimage#
იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიჭრა. ექიმების ცნობით, ოთხი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების განცხადებით, აფეთქება იერუსალიმის ცენტრალური ავტოსადგურთან ახლოს მოხდა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება ავტობუსის გაჩერებასთან ჩანთაში იდო.თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ტალღამ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით მდებარე შენობების ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთში ვიზიტი გადადო.




