ბრიტანელი თეოლოგი: ბიბლიიდან ”იაჰვეს მეუღლის” შესახებ ცნობები ამოიღეს

ბრიტანელი თეოლოგის, ფრანჩესკა სტავრაკოპულუს მტკიცებით, ბიბლიის ადრეულ ვერსიებში არსებობდა ჩანაწერი ნაყოფიერების ქალღმერთის, აშერას შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, უფლის მეუღლე იყო. თეოლოგის აზრით, ეს ჩანაწერი საღვთო წიგნების კრებულიდან მოგვიანებით ამოიღეს. ჟურნალი Time-ის ინფორმაციით, მინიშნებები ქალღმერთ აშერას შესახებ სირიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ  უძველეს ტექსტებსა და ამულეტებში მოიპოვება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, სინაის უდაბნოში აღმოჩენილ კერამიკულ ნაკეთობები ცხადყოფს, რომ იაჰვეს და აშერას თაყვანს სცემდნენ, როგორც წყვილს. Time-ის ინფორმაციით, მეფეთა წიგნის ერთ-ერთ პასაჟში აღნიშნულია, რომ ქალღმერთს იაჰვეს ტაძარში იერუსალიმში თავისი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. მეცნიერების აზრით, სადავოა, მართლაც იყო თუ არა ქალღმერთი აშერა ნახსენები ბიბლიაში, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, აარონ ბროდი აცხადებს, რომ უძველესი ისრაელიტები  პოლითეისტები იყვნენ. 

კომენტარები