#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/israel.png##fbimage#
ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს, მოშე კაცავს თელ ავივის საოლქო სასამართლომ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კაცავს სამი თანამშრომელი ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. სამართალდამცველების მტკიცებით, პირველი შემთხვევა 1990-იან წლებში მოხდა, როცა ის ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. დანარჩენი შემთხვევები კი 2000-2007 წლებში, როცა კაცავს ისრაელის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მას ასევე ბრალს სდებენ გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში. 65 წლის კაცავი ყველა ბრალდებას უარყოფს.მოშე კაცავი ისრაელში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 1952 წელს გადავიდა. 24 წლის ასაკში ის ქალაქ კირიათ მალახის მერად აირჩიეს და ის ისრაელის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მერი გახდა. 2000 წელს ისრაელის პარლამენტმა ის პრეზიდენტად აირჩია. მისი კონკურენტი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, შიმონ პერესი იყო.
კაცავის ადვოკატების თქმით, მათ 30 დღე აქვთ იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.




