პაკისტანელი ქრისტიანი, ქამარ დავიდი, რომელსაც ”ისლამის გმობის” ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თავის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. დავიდს, რომელიც სასჯელს 2002 წლიდან იხდიდა, ბრალი ედებოდა მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ”შეურაცმყოფელი” ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში. თუმცა დავიდის ადვოკატი აცხადებდა, რომ 55 წლის პაკისტანელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მის ბიზნესს უკავშირდებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დავიდი ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მისი ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის რადიკალმა ისლამისტებმა მოკლეს. პაკისტანში ”ისლამის გმობის” მოტივით გასული სამი თვის მანძილზე ორი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. 2001 წლის იანვარში პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, სალმან ტასეერი მისი პირადი დაცვის წევრმა მოკლა იმის გამო, რომ ტასეერი ისლამის გმობის შესახებ კანონს აკრიტიკებდა. იმავე მოტივით 2 მარტს მოკლეს პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ქრისტიანი წევრი, უმცირესობების მინისტრი შაბაზ ბჰატი. მისი მკვლელობა თავის თავზე თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.
პაკისტანში მოქმედი კანონი ღვთის გმობის შესახებ მხოლოდ ისლამზე ვრცელდება და სხვა რელიგიების შეურაცხყოფაზე რაიმე სახის სასჯელს არ ითვალისწინებს. კანონში ზუსტად არ არის მითითებული, თუ რას ნიშნავს ღვთის გმობა. ადამიანის უფლებათა დამცველთა თქმით ეს კანონი ხშირად გამოიყენება ცრუ ბრალდებების წაყენების მიზნით.