”33 ქალი 2 თვეში ჩემთვისაც კი ბევრია” - ბერლუსკონი ბრალდებებს უარყოფს

იტალიის პრემიერ მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ კატეგორიულად უარყო გამოძიების მტკიცება, თითქოს ორი თვის მანძილზე მან სქესობრივი კავშირი 33 ქალთან დაამყარა. ”ეს ძალიან ბევრია, ჩემთვისაც კი,” განაცხადა  პრემიერმა, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად, არასრულწლოვანი მეძავისთვის სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდაშიც ადანაშაულებენ. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ქმედება კანონით ისჯება.

იტალიელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ იმის დამადასტურებელი მასალა, რომ პრემიერ მინისტრი მაროკოელი წარმოშობის 16 წლის კარიმა ელ მაჰრუგს ცამეტჯერ შეხვდა და სექსის სანაცვლოდ ფული და ძვირფასეულობა აჩუქა. ”თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ეს შესაძლებელია? 75 წლის ვხდები და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცელქი ვარ, 33 ქალი ორ თვეში ძალიან ბევრია ნებისმიერისთვის,” განუცხადა ბერლუსკონიმ გამოცემა La Repubblica-ს. იტალიის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იტალიის პრემიერ მინისტრს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები