სანკტ-პეტერბურგში 2010 წლის 10 დეკემბერს ფონდ ”ფედერაციის” მიერ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის გარშემო დაწყებული სკანდალის ახალი დეტალები იკვეთება. ღონისძიებას, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ფულის შესაგროვებლად ჩატარდა, ცნობილი კინოვარსკვლავები და რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდნენ.
გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, ფონდმა, რომლის დირექტორიც პუტინის მეგობარია, რეკორდულ დროში - სამ კვირაში მოახდინა კონცერტიის ორგანიზება. მიუხედვად შეპირებისა, რომ შეგროვილ ფულს ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხავდა, ღონისძიებიდან სამი თვის შემდეგ ფონდს ფული არ გადაუხდია. რუსული მედიის ცნობით, ფონდი ოფიციალურად არსად არის რეგისტრირებული, არ არის საქველმოქმედო ორგანიზაციების არც ერთ სიაში და არ აქვს საკუთარი ვებგვერდი. ის ოფიციალურად არ არსებობს.
კომერსანტის ინფორმაციით, ფონდ ”ფერდერაციის” გენერალური დირექტორი, ვალდიმერ კისილევი საწარმო ”კრემლის” გენერალური დირექტორი იყო. 2001 წელს კისილევმა სობჩაკის საარჩევნო ფონდის სახელით ყველა პეტერბურგელი ბიზნესმენისგან 2000-დოლარიანი შემოწირულობა შეაგროვა. ანგარიშები ფონდის მიერ შეგროვილი ფულის ხარჯვის შესახებ დაკარგულად ითვლება. სობჩაკის საარჩევნო შტაბის უფროსი მაშინ ვლადიმერ პუტინი იყო. თავად კისილევმა დღეს ტელეკომპანია "Дождь ”-ის ეთერში განაცხადა, რომ ბავშვების დასახმარებლად არანაირი თანხა არ შეგროვებულა და ქველოქმედების მიზანი ბავშვების პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევა იყო, და არა ფულის შეგროვება. მან პუტინთან ნაცნობობის ფაქტიც უარყო.
თავის მხრივ, პრემიერის პრეს სპიკერმაც განაცხადა, რომ ბავშვებს ფულს არავინ შეპირებია, თუმცა მან კისილევისა და პუტინის ნაცნობობის ფაქტი დაადასტურა. პუტინის პრეს სპიკერს არც ის უარუყვია, რომ პუტინი და კისილევი კლასელები არიან. გაზეთმა კომერსანტმა კისილევის განცხადების საპასუხოდ კონცერტის წინ მის მიერ გამართული პრესკონფერენციის ჩაწერი გამოქვეყნა, სადაც კისილევი აცხადებს, რომ ღონისძიების შედეგად შეგროვილი თანხა საავადმყოფებს გადაერიცხებათ.
ფონდ „ფედერაციის“ მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოს მსოფლიოს უდიდესი ვარკვლავები - ჟერარ დეპარდიე, ალენ დელონი, შერომ სტოუნი, მონიკა ბელუჩი, კურტ რასელი, ორნელა მუტი, კევინ კოსტნერი და სხვები ესწრებოდნენ. ამ საღამოზე რუსეთის პრემიერმა იმღერა “Blueberry Hill” და როილაზე ერთი თითით შეასრულა კომპოზიცია რუსი მზვერავების საყვარელი სიმღერიდან ”С чего начинается Родина”.
საქველმოქმედო საღამოს გარშემო სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი დაავდებული ბავშვის დედამ, ოლგა კუზნეცოვამ დიმიტრი მედვევდევს ღია წერილი გაუგზავნა და ფონდი ”ფედერაცია” შეგროვებული თანხების მითვისებაში დაადანაშულა. საქველმოქმდო საღამოს დაწყებამდე შერონ სტოუნმა, მიკი რურკმა და მონიკა ბელუჩიმ ოლგა კუზნეცოვას ქალიშვილი, ლიზა სანკტ-პეტერბურგის 31-ე საავადმყოფოში მოინახულეს.