ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მეთექვსმეტე დღეს დემონსტრანტებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში მიმდინარეობს. ტრიპოლი ამ დროისთვის პოლკოვნიკ კადაფის მთავარ დასაყრდენად რჩება, მაშინ, როცა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დიდ ქალაქებს და ნავთობმოპოვების ცენტრებს ოპოზიციონერები აკონტროლებენ. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ტრიპოლის ერთ-ერთ გარეუბან ტაჯოურაში ათასობით ლიბიელია შეკრებილი. ისინი კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.
უცხოური მედიის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საინფორმაციო სააგენტო როიტერი იუწყება, რომ ტრიპოლის გარეუბანში სროლის ხმა ისმის. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამბოხებულები ლიბიის დედაქალაქზე შეტევას დაიწყებენ ”როგორც კი ლიბია არასაფრენ ზონად გამოცხადდება.” ქვეყნის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოუწოდა. მურა ჰემაიმა კადაფის ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ განუდგა. ”საერთაშორისო საზოგადოებამ საუბარი უნდა შეწყვიტოს და საქმეზე გადავიდეს. მათ ლიბია არასაფრენ ზონად უნდა გამოაცხადონ - ამას მოითხოვს ლიბიის ოპოზიცია და ქვეყნის მოსახლეობა,” აღნიშნა მან.
ვაშინგტონში კი ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავენ. ტელეკომპანია ევრონიუსის ცნობით, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა. ”ძალადობა უნდა შეჩერდეს. არის იმის საფრთხე, რომ მდგომარეობა ჩიხში შევიდეს და ნამდვილ სისხლისღვრაში გადაიზარდოს,” განაცხადა ობამამ ”მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ აშშ-ს შეუძლია სწრაფად იმოქმედოს, იმ შემთხვევაში, თუ ლიბიაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება და საქმე ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მივა,” დასძინა მან.