ინდოეთში მატარებელზე თავდასხმისთვის 11 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს

ინდოეთში, გუჯარატის შტატის სპეციალურმა სასამართლომ 11 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 2002 წელს სამგზავრო მატარებლისთვის ცეცხლის გაჩენისთვის. ამავე დანაშაულში ბრალდებულ კიდევ 20 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

2002 წლის 27 თებერვალს მუსულმანთა ჯგუფი ინდოელი პილიგრიმებით სავსე მატარებელს ქალაქ გოდრასთან თავს დაესხა და გაჩერება აიძულა. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 25 ქალი და 15 ბავშვი იყო. თავდასხმამ ინდოეთში მასობრივი არეულობები გამოიწვია, რომლის დროსაც 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა მუსულმანი იყო. 

კომენტარები