ლიბიის ოპოზიცია ტრიპოლისკენ მარშის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია ევრონიუსთან საუბარში პოლკოვნიკმა რაშიდ რაჯაბმა განაცხადა. რაჯაბი ლიბიაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ამბოხებულების მხარეს გადავიდა. მისი თქმით ოპოზიცია აგროვებს იარაღს და საბრძოლო მასალებს რომ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მთავარ საყრდენზე - დედაქალაქზე მიიტანოს იერიში. ”ჩვენ კავშირი გვაქვს ოპოზიციის ყველა ლიდერთან და სამხედრო ხელმძღვანელებთან, რომლებიც ხალხის მხარეს გადავიდნენ. ასე რომ, იერიში ორგანიზებული იქნება,” განაცხადა რაჯაბმა.
ლიბიაში პოლკოვნიკ მუამარ კადაფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 17 თებერვალს დაიწყო. კადაფიმ, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტია მართავს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დაპირისპირებებს, ოფიციალური მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა. კადაფის ოპონენტები აკონტროლებენ დედაქალაქიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ელ-ზავიასაც.
გაეროს უშიშროების საბჭომ შაბათს ერთხმად დაუჭირა მხარი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, თუმცა ლიბიის ლიდერი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ”არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.” ”ლიბიის მოსახლეობა მე მხარს მიჭერს, ამბოხებულების პატარა ჯგუფები უკვე ალყაში არიან და მათ საჭიროებისამებრ მოექცევიან,” განაცხადა კადაფიმ სერბ ჟურნალისტთან საუბრისას.
დღეს ჟენევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და ლიბიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.