პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა, პრემიერ მინისტრის, იუსუფ რეზა გილანის ჩათვლით, გადადგა. ქვეყნის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ნაბიჯი მათ სამთავრობო აპარატის ხარჯების შემცირების მიზნით გადადგეს. პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას ”უფრო ნაკლებად მხარჯველი” კაბინეტი სჭირდება და სწორედ ამიტომ გადაწყდა მინისტრთა რაოდენობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დღემდე 62 ფედერალური მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და მრჩეველი შედიოდა.
პაკისტანის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მთავრობის გადადგომას ეგვიპტესა და ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს. ”ეს მხოლოდ ხალხისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას უკავშირდება,” განაცხადა პაკისტანის მთავრობის პრეს სპიკერმა. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღეს. პაკისტანის ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის ყოლა, დაუძლურებული ეკონომიკის პირობებში, მიუღებელია.